მასტერი: კიდე კარგი შეყვარებული არ მყავს

  • თბილისელები
  • 13 მაისი 13:23

რეპერი მასტერი, თვითიზოლაციაშიც აქტიურად წერს სიმღერებს, კლიპიც გადაიღო, რომელსაც სოციალურ ქსელში უამრავი მოწონება აქვს. კარანტინის პირობებში თავს ცუდად არ გრძნობს, მუშაობასა და გართობას სახლდან ახერხებს.

როგორ ატარებს დროს მასტერი სახლში ამის შესახებ ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა.


გთავაზობთ ამონარიდს ინეტრვიუდან:


„სახლში ჯდომას მიჩვეული არ ვარ. არ მახსენდება დღე, როცა ავტოფარეხი არ გამიხსნია და ავტომანქანა არ გამიყვანია, სახლიდან რომ არ გავსულიყავი და მეგობრები არ მომენახულებინა. რასაკვირველია, დისკომფორტია, როცა იძულების წესით ვერ გადიხარ გარეთ, მაგრამ, რომ გითხრათ, მიჭირს-მეთქი, მოგატყუებთ. ზოგის პოსტს რომ ვკითხულობ და სახლში ჯდომით ფსიქოლოგიური პრობლემა გაუჩნდათ, ასე ნამდვილად არ ვარ. არც სერიალებსა და ფილმებს ვაყოლებ გულს. სახლში მაქვს სტუდია და ძირითადად, მუსიკით ვარ დაკავებული. ჩემს ტრეკებზე ვმუშაობ და დროც ჩვეულებრივად გადის. ჩაკეტილს, ყველაზე მეტად სცენა და კონცერტები მენატრება. ბევრი კონცერტი გადაიდო ვირუსის გამო, ბურგერ-რესტორანს ვხსნიდი და ესეც გავაჩერე. კინოში სიარულიც მენატრება. მეგობრებს, ასე თუ ისე, მაინც ვნახულობ, თუმცა ხელს ვერ ვართმევ. კიდევ კარგი, შეყვარებული არ მყავს, თორემ რა მეშველებოდა? მასთან დისტანციურად ჩახუტება და მოფერება რთული იქნებოდა (იცინის). მინდა, ყველას ერთი რჩევა მივცე: სტატისტიკაში ნუ „გადაისტრესებიან“, ვიფიქროთ პოზიტიურზე, იმაზე, რომ ხვალ ყველაფერი კარგად იქნება“ , - ამბობს რეპერი.

წყარო: თბილისელები