რიანამ თეთრეულის საკუთარი ხაზის რეკლამისთვის იპოზიორა

  • lenta.ru
  • 12 მაისი 14:52

ბარბადოსელი პოპმომღერალი და შემსრულებელი რიანა საკუთარი ბრენდს ფლობს - Savage X Fenty ქალი ძვირფად თეთრეულს აწარმოებს. სარეკლამო კამპანიისთვის გადაღებული ფოტოები პირველად რიანამ თავივე ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

32 წლის სელებრითი ფოტოში პალმების ფონზეა წამოწოლილი და მაქმანებიანი, ლილისფერი თეთრეული აცვია. ბიუსტჰალტერის ფასი 64 დოლარია, ბიკინის კი - 30$.


ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში რიანამ აღნიშნა, რომ Savage X Fenty-ის ახალი კოლექცია ბრენდის ორი წლისთავს ეძღვნება. მან ბრენდის მომხმარებელს გულითადი მადლობაც გადაუხადა ერთგულებისთვის.


მომღერლის ინსტაგრამის გამომწერები აღფრთვანებულ კომენტარებს უტოვებენ ფოტოს ქვეშ, რომელმაც უკვე 2 მილიონზე მეტი ლაიქი მოაგროვა. „ვაუ! ყველაზე სექსუალური და საუკეთესო! გილოცავ!“, „როგორი ლამაზი ხარ“, „გაღმერთებ“, „უბრალოდ, იდეალური ხარ“, „ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალი, რომელიც ოდესმე მინახავს“ - უწერენ რიანას კომენტარებში.


აპრილში რიანამ მონაწილეობა მიიღო თავისი ბრენდის კიდევ ერთ ფოტოსესიაში, რომლისთვისაც Savage X Fenty-ის შავ, გამჭვირვალე ბიკინისა და ბიუსტჰალტერში გამოეწყო. აუზის ლუქს რიანამ რამდენიმე სამკაული და მაღალქუსლიანი შავი კლასიკური ფეხსაცმელიც დაუმატა.  


სრული ვერსიის ნახვა lenta.ru