ალექსის ოპერაცია გადაიდო, მას შესაძლოა ყველაზე ძლიერი ქიმია დაუნიშნონ 

  • 12 მაისი 00:03

ალექსის ოპერაცია გადაიდო. ბოლო ანალიზების პასუხი კარგი არ იყო. მას შესაძლოა ყველაზე ძლიერი ქიმია დაუნიშნონ. ამის შესახებ ალექსისთვის სოციალურ ქსელში შექმნილ სპეციალურ გვერდზე წერენ. 

"როგორც ბოლოს მოგაწოდეთ ინფორმაცია ოპერაცია მაისის შუარიცხვებში იყო დანიშნული. სამწუხაროდ, ბოლო დღეებში ვითარება შეიცვალა. გუშინ საღამოს ტომოგრაფია გადაუღეს,სადაც ჩანს რომ ფილტვში მეტასტაზი არის წარმოქმნილი, ასევე ნაღვლის ბუშტის ზედა ნაწილში ლიმფური კვანძებია გაჩენილი  :( დღეს ქირურგს შეხვდნენ და როგორც მან უთხრა,ამ მომენტისთვის, ოპერაცია არ შეიძლება,ყველაფერის ერთად ამოკვეთა ვერ მოხერხდებაო. მკურნალი ექიმი სხვა ქირურგის მოძიებაში ეხმარებათ,სხვა ქირურგის აზრიც უნდათ რომ მოისმინონ და კონკრეტულად ერთი ქირურგის გადაწყვეტილებას არ ენდონ. შესაძლოა,უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ქიმია დაუნიშნონ ,მანამდე კი სასწრაფოდ დრენაჟი უნდა დაუდგან,რადგან ბოლო ანალიზების პასუხი კარგი არ იყო,ბილირუბინის მაჩვენებელი არის მაღალი, რამაც სახეზე სიყვითლე გამოიწყვია. სანამ ანალიზის პასუხები ნორმაში არ ჩადგება ოპერაცია ვერ გაკეთდება. მოკლედ,ბევრი გაურკვევლი საკითხია,რომელზეც პასუხები არ გვაქვს. ხვალ კონსილიუმი გაიმართება და რა იქნება შემდეგი სამოქმედო გეგმა გადაწყდება.


მეგობრებო, ალექსის და მის ოჯახს ჩვენი მხრიდან გამხნევება და გვერდში დგომა ახლა ძალიან სჭირდებათ  ჩვენი ალექსისთვის ყველამ ერთად ვილოცოთ,რომ გაძლიერდეს და უფრო ბრძლოსიუნარიანი გახდეს,დაამარცხოს ეს ძალიან მძიმე,რთული დაავადება. ძლიერი ბიჭი გვყავს და ამასაც გაუძლებს. ძალიან მძიმე სიტუაციიდან გამოვძვერით,ახლაც უნდა გამოვძვრეთ და ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.


ქვემოთ მითითებულია ანგარიში, სადაც ნებისმიერი თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ 


 რეკვიზიტები:


#GE54BG0000000161812619 საქართველოს ბანკი


➡მიმღები: ბექა პატურაშვილი(ალექსის მამა)


 დანიშნულებაში მიუთითეთ ალექსი", - წერენ სოციალურ ქსელში.