სიკეთით სავსე „რძისამე“, რომელმაც უკვე დიდი ნდობა დაიმსახურა

  • 11 მაისი 14:53

ქართული ოჯახის მიერ, 16 წლის განმავლობაში დაუღალავი შრომით შექმნილი კომპანია „ქართული რძის პროდუქტები“, რომელიც „რძისამე“-ს ბრენდის ქვეშ აწარმოებს და მთელი საქართველოს მასშტაბით ყიდის ნატურალურ რძის პროდუქტებს, ყოველთვიურად ვითარდება და მომხმარებლების ნდობას იმსახურებს.

კომპანია აწარმოებს რძეს, მაწონს, ხაჭოს, არაჟანს, იოგურტს, სხვადასსხვა სახის ყველს. პროდუქტების ყიდვა შესაძლებელია თითქმის ყველა მაღაზიათა ქსელში და უბნის მცირე მაღაზიებშიც.


აღსანიშნავია, რომ კომპანიის გაყიდვები ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გასამმაგდა და მომხმარებელთა გამოკითხვის  შედეგად აღმოჩნდა, რომ ამის მიზეზი „რძისამეს“ პროდუქტების სტაბილური და ტრადიციული გემოა. საწარმოს გამოცდილი მიკრობიოლოგებისა და ტექნოლოგების ჯგუფს დიდი შრომა დასჭირდა იმისთვის, რომ მიეღოთ მომხმარებლებისთვის სასურველი რძის პროდუქტები.


კომპანია ასობით ფერმერისგან ყოველდღიურად იღებს ნედლ რძეს და შემდეგ ახდენს მათ გადამუშავებას. „რძისამე“-ში დასაქმებულთა რიცხვი 200 ადამიანს სცილდება. აღსანიშნავია, რომ „რძისამე“ აქტიურად გეგმავს გაფართოებას და 2020 წლის ბოლოსთვის ყველის ახალი ქარხნის აშენებას, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმადობის საწარმო იქნება.


„რძისამეს“ ლოზუნგიც ძალიან საინტერესოა, „სიკეთით სავსე რძის პროდუქტები“.