კორონავირუსით ინფიცირებულების აღრიცხვაში ჯანდაცვის სამინისტროს სექს-მუშაკები ეხმარებიან

  • 11 მაისი 00:52

ზამბიაში, ქალაქ ნაკონდეში COVID-19-ის აფეთქების ჯანდაცვის სამინისტროს კორონავირუსით ინფიცირებულების აღრიცხვაში სექს-მუშაკები ეხმარებიან.

გამოცემის ინფორმაციით, ქალაქში დაფიქსირებული 85 შემთხვევიდან, 76 პაციენტი ან სექს-მუშაკი ან ტრაილერის მძღოლია. ჯანდაცვის მინისტრმა, ჩიტალუ ჩილუფიამ სექს-მუშაკებს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის მადლობა გადაუხადა.


„ისინი ჩვენს გამომძიებლებთან აქტიურად თანამშრომლობენ და მათი სტიგმატიზაცია ან დისკრიმინაცია არ გვინდა. ვირუსის გამოვლენაში ძალიან გვეხმარებიან. გვქონდა შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ მათგანს სიმპტომები აღმოაჩნდა და მან თავისი კლიენტის, უცხოეთის მოქალაქე ტრეილერის მძღოლის შესახებ მოგვიყვა, რომელთანაც კონტაქტი ჰქონდა. მისი ტელეფონის ნომერი გვქონდა, გადავრეკეთ და აღმოჩნდა, რომ მას COVID-19 აქვს“, - განმარტა მინისტრმა.


აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებში შიშობენ, რომ ტრეილერების მძღოლები შესაძლოა ვირუსის გადამტანები გახდნენ, რადგან მათი გადაადგილება შეზღუდული არ არის.


ზამბიაში კორონავირუსის 267 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი.


წყარო