ვინ აკურთხა მღვდლად მეუფე იაკობი ?

  • რეზონანსი
  • 27 ოქტომბერი 12:32

ბოდბელი ეპისკოპოსის მეუფე იაკობის სკანდალური განცხადება, რომელმაც შესაძლოა ე.წ. ციანიდის საქმე თავდაყირა დააყენოს და ხელისუფლების ირგვლივ საკმაოდ მძიმე ბრალდებების წრე შექმნას.

„თუ თვალს გადაავლებთ და ამ ადამიანების ბიოგრაფიებს ნახავთ, როდის მოვიდნენ ეკლესიებში, მიხვდებით რეალურად რაც ხდება. მეუფე იაკობი მღვდლად მეუფე პეტრემ აკურთხა“, - ამბობს თეოლოგიის დოქტორი გიორგი ანდრიაძე.


ანდრიაძის თქმით, საპატრიარქოში სერიოზული დაპირისპირებაა, ხოლო დანარჩენი პროცედურული საკითხებია, რომელიც დრო და დრო ზედაპირზე ამოდის. ზოგიერთი სასულიერო პირი პატრიარქზე უბინძურეს ჭორებს ავრცელებს. თეოლოგი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ამ ყველაფერს ნათელი უნდა მოჰფინოს. 


„ე.წ. ციანიდის საქმე ეკლესიის რეპუტაციას საერთოდ აზიანებს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს ამ საქმეზე რა ხდება. მეუფეები მარტო დედის გინებაზე არ გადასულან, დანარჩენს ყველაფერს კადრულობენ.  სამწუხაროდ, ყველა ორგანო დუმს, ვისაც ამ ყველაფრის შეჩერება შეუძლია. ერთი ესაა უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც ბევრი რამე იცის  და მეორე სინოდი, რომელიც ამ ყველაფერს წერტილს არ უსვამს. პატრიარქი თავისი დიპლომატიური გზებით პროცესის შეჩერებას ცდილობს. გარე ძალები არიან დაინტერესებულები, რომ ეკლესიის  სტატუსი საერთოდ დაინგრას. ეს კი ქვეყანას კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში ჩააგდებს. 


თუ თვალს გადაავლებთ და ამ ადამიანების ბიოგრაფიებს ნახავთ, როდის მოვიდნენ ეკლესიებში, მიხვდებით რეალურად რაც  ხდება. მეუფე იაკობი მღვდლად  მეუფე პეტრემ აკურთხა. დანარჩენი ეპისკოპოსები ამ პროცესში არ ერევიან, რომლებიც პატრიარქის გარემოცვის წევრები არიან. მეუფე შიო, რომელსაც ვერაფერს წამოაცდევინებთ. დანარჩენი ხდევათ ვინც არიან, ყველა ერთმანეთთან არის დაკავშირებული“, - აცხადებს ანდრიაძე.  


შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ტვ პირველის პირდაპირ ეთერში სკანდალური განცხადებებით გამოვიდა. მან განაცხადა, რომ კვირიკაშვილთან, გახარიასთან და გომელაურთან შეხვედრის დროს მას „ეჩალიჩებოდნენ“ პატრიარქის გადაყენებაზე და მის ნაცვლად მეუფე შიოს ტახტზე ასვლაზე. მისივე თქმით, ამ შეხვედრას მეუფე პეტრეც ესწრებოდა.




წყარო: რეზონანსი