27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • funtime.ge
  • 26 ოქტომბერი 23:50

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


არახელსაყრელი დღეა, რომელიც ახალი საქმის დაწყების ან საყოფაცხოვრებო საკითხების გადაჭრისთვის არ გამოდგება. ერიდეთ ხალხის თავშეყრის ადგილებს, რადგან ეს დღე თვალთვალს და მტრობას უკავშირდება. წინდახედულება და გონიერება ნეგატიურ ტენდენციებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ, ხოლო ახლობელი ადამიანის სიახლოვე უსიამოვნებებისგან დაგიცავთ.


კურო


არახელსაყრელი დღეა, რომელსაც ცდუნება, მტრობა და ავადმყოფობა ახლავს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ გონიერება გამოიჩინოთ და უსარგებლო კამათს მოერიდოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი შეიკავეთ. ერიდეთ ახალ ნაცნობობას, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ნეგატიურ როლს შეასრულებს. ეცდეთ, თქვენი მომხიბვლელობა გარშემო მყოფთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად გამოიყენოთ.


ტყუპები


უკიდურესად ნეგატიური დღეა. განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულება გმართებთ. ერიდეთ კატეგორიულობას, ცინიკურ გამოთქმებს და უსარგებლო საუბარს. გაითვალისწინეთ, რომ ახალმა ნაცნობმა შეიძლება თქვენს ცხოვრებაში უკიდურესად ნეგატიური როლი შეასრულოს.


კირჩხიბი


ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის და ქალაქგარეთ გასეირნებისთვის. ახალი სასიყვარეულო თავდაგასავალი გელით.


ლომი


იმედგაცრუების დღეა. ერიდეთ ახალი საქმის დაწყებას ან მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას. გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა შეცდომებმა ან პარტნიორების მცდარმა რჩევებმა შეიძლება მძიმე შედეგებამდე მიგიყვანოთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.


ქალწული


თუ რეალობის გრძნობას არ დაკარგავთ, შესაძლოა, ფინანსურ წარმატებას მიაღწიოთ. სიტუაციას მეტისმეტად ოპტიმისტურად ნუ შეაფასებთ. უმჯობესია, ძალიან ფრთხილად და ყურადღებით იყოთ.


სასწორი


ეცადეთ ამ დღეს ეგოიზმი არ გამოიჩინოთ და თხოვნაზე უარი არავის უთხრათ. შესაძლოა, ურთიერთობა აღადგინოთ ადამიანთან, რომელსაც დიდი ხნის წინ დაშორდით. ახლობლების დახმარებით უსიამოვნებებს თავს დააღწევთ.


მორიელი


ხელსაყრელი დღეა ახლობელ ადამიანებთან ერთად გართობისა და დასვენებისთვის. მეგობრების რჩევა სასიყვარულო საქმეების ა და კარიერული პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა სპორტისა და ფიზიკური ვარჯიშებისთვის.


მშვილდოსანი


უკიდურესად ნეგატიური დღეა. ერიდეთ კატეგორიულ გამოთქმებს, ცინიზმს და უსარგებლო საუბრებს. უმჯობესია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადოთ.


თხის რქა


ვარსკვლავები გირჩევენ, რომ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ სახლის გარეთ, რადგან გამორიცხული არაა, რომ სწორედ ამ დღეს გაიცნოთ ადამიანი, რომელსაც ცხოვრებას დაუკავშირებთ.


მერწყული


ამ დღეს თქვენი სექსუალური ენერგია, საქმიანი და შემოქმედებითი პოტენციალი მაღლდება. ოჯახში მშვიდობა, პარტნიორთან თანხმობა და ჰარმონიული ურთიერთობა გელით. მოსალოდნელია დიდი ხნის წინ შეწყვეტილი კავშირების აღდგენა. უსმონეთ შინაგან ხმას. გამორიცხული არაა, რომ უახლოეს ხანებში თქვენი წინათგრძნობა ახდეს.


თევზები


თითქოს ყველაფერი შესანიშნავად მიდის და წარმატება ახლოსაა, მაგრამ შინაგანი დაძაბულობა და ცუდი წინათგრძნობა არ გასვენებთ. სავარაუდოდ, უახლოესი წარსულის ნეგატიურმა მოვლენებმა თქვენს ფსიქიკაზე კვალი დატოვა. ეცადეთ დამშვიდდეთ და საყვარელი საქმით დაკავდეთ.
 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge