როგორ გამოიყურება სახლი, სადაც „ნათლია“ გადაიღეს - ფოტოები

  • funtime.ge
  • 26 ოქტომბერი 22:18

სწორედ ამ კედლებში ეუბნება ფრთხილი და გონიერი ვიტო კორლეონე თავის უფროს ვაჟს სონის: Never tell anybody outside the family what you're thinking again.

იტალიურ - ამერიკული კრიმინალური ოჯახის კორლეონეების საგას პირველი ნაწილი ეკრანებზე 1972 წელს გამოვიდა. რეჟისორ ფრენსის ფორდ კოპოლას ლეგენდარულ ფილმში ბრწყინავდნენ მარლონ ბრანდო და ალ პაჩინო. 6-მილიონი დოლარი ბიუჯეტით სურათმა გაქირავებაში 268 მლნ მოაგროვა (2012 წლის მონაცემით).


ფილმის გადაღებები ბევრ ლოკაციაზე მიმდინარეობდა. 18 თვის განმავლობაში კი ფილმის „მთავარი გმირი“ იყო სახლი, სახლი, რომელიც შემდეგ მისამართზე მდებარეობს: 110 Longfellow Ave, Staten Island, ნიუ იორკი.


როდესაც სტუდიის წარმომადგენლებმა ამ სახლის კარზე დააკაკუნეს და პატრონებს ფილმის გადამღები ჯგუფისთვის სახლის მიქირავება შესთავაზეს, დიასახლისმა წინადადება მიიღო, მიუხედავად ქმრის წინააღმდეგობისა, თუმცა ქირის სანაცვლოდ სახლის მოძველებული სახურავის შეცვლა მოითხოვა.


ტიუდორის სტილში მოწყობილი სახლის ფართობი 580 კვ. მეტრია.
აქ არის 5 საძინებელი და 7 სააბაზანო ოთახი. აშენებულია 1930 წელს.
მიწის ნაკვეთის ფართობია 22 ჰექტარი.
სახლს აქვს ორი აუზი, მათგან ერთ-ერთი დახურულია.
მოგვიანებით შენობა გასაყიდად გამოიტანეს 2,9 მლნ. დოლარად.


სასიამოვნო სახლია დიდებული ისტორიით, ვერაფერს იტყვით.






სრული ვერსიის ნახვა funtime.ge