წყევლა, თავდაპირველად ღმერთისგან გაისმა

  • primetimenews.ge
  • 25 ოქტომბერი 21:49

უშვებს თუ არა უფალი წყევლის ასრულებას მორწმუნეზე?

მეორე დღეა სოციალურ ქსელში არ წყდება აჟიოტაჟი, არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაიშვილის მიერ, მომღერალ ანიტა რაჭველისშვილის მისამართით დაწერილ კომენტარზე, რომელშიც სასულიერო პირმა რაჭველიშვილი ბერა ივანიშვილისადმი შეურაცხმყოფელი პოსტის გამო გააკრიტიკა.


საზოგადოება აღაშფოთა ფრაზამ, "ყელის კიბო უშველის", რაც მკითხველთა უმეტესმა ნაწილმა წყევლად აღიქვა. თავად არქიმანდრიტი ამბობს, რომ მას ანიტა რაჭველიშვილი არ დაუწყევლია.


საეკლესიო ლიტერატურაში წყევლის შესახებ წერია, რომ წყევ­ლა - ეს სი­ტყვა ბიბ­ლი­ურ გა­მო­ყე­ნე­ბა­ში სა­პი­რის­პი­როა სი­ტყვი­სა -კურ­თხე­ვა. წყევ­ლა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა კურთხევის ჩამორთმევა.


ესაა პირზე წარმოთქმული მსჯავრი რათა მასზე მოიწიოს ღვთის სასჯელები მის გამოსასწორებლად და საცხოვნებლად.


წყევ­ლა თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ის­მა ღმერ­თის­გან, პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის ცოდ­ვით და­ცე­მის შე­დე­გად:


ღმერთმა ადამს უთხრა: რაკი შენს დე­და­კაცს და­უ­ჯე­რე და შე­ჭა­მე ხის ნა­ყო­ფი, რომ­ლის ჭამა აკ­რძა­ლუ­ლი მქონდა შენთვის, მიწა და­ი­წყევ­ლოს შენს გამო: "ტან­ჯვით მი­ი­ღებ­დე მის­გან საზ­რდოს მთე­ლი სი­ცო­ცხლე“(დაბ.3:17).


ასე­ვე, უფ­ლის წყევ­ლაა კა­ენ­ზე: "ამი­ე­რი­დან და­წყევ­ლი­ლი ხარ მი­წი­სა­გან, რო­მელ­მაც გახ­სნა პირი, რათა მი­ე­ღო შენი ძმის სის­ხლი შენი ხე­ლი­დან“.


წყევლის მაგალითები ხშირია ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა და მართალთა მიერ. ახალ აღთქმაში, როგორც სიხარულის და სიყვარულის უწყებაში, წყევლა იშვიათადაა, თუმცა მაინც გვხდება.


მაგ: უფალი იესო ქრისტე წყევლის ლეღვის უნაყოფო ხეს, რომელიც მეყსეულად გახმა (მათე 21, 18-22), იერუსალიმს (მათე 23, 37-39; ლუკა 19, 42-44), ბეთსაიდას, ქორაზინს და კაპერნაუმს (ლუკა 10, 13-15), სწავლებაში საშინელი სამსჯავროს შესახებ: “მაშინ იმათაც ეტყვის, ვინც მარცხნივაა: "წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის!” (მთ.25,41). თუმცა არ გვაქვს ფაქტი უფალ იესო ქრისტეს მიერ კონკრეტული პიროვნების დაწყევლისა.


 

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge