"არცერთ მონაწილეს არ უთქვამს, რომ დიალოგი არის ამოწურული"- სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის განცხადება

  • mediamall.ge
  • 25 ოქტომბერი 21:06

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში ტექნიკური ხასიათის მეექვსე შეხვედრა გაიმართა.

მხარეებს შეხვედრაზე სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებულ წნელისთან შექმნილ ვითარებაზე უნდა ემსჯელათ. ერთ-ერთი მთავარი თემა ოკუპირებული ცხინვალის მიერ ევროკავშირის დამკვირვებლების დაკავება იყო.


შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა უკომენტაროდ დატოვა ტერიტორია. სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის თქმით, დიალოგის რეჟიმი კვლავ გაგრძელდება.


"არცერთ მონაწილეს არ უთქვამს, რომ დიალოგი არის ამოწურული. დიალოგის რეჟიმი გაგრძელდება. იმედი მაქვს, რომ გუშინდელ ინციდენტთან გაკეთდება განცხადებები",- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

სრული ვერსიის ნახვა mediamall.ge