როგორ გამოიყურებიან სელებრითები იდეალურად სიმეტრიული ნაკვთებით

  • buzzfeed.com
  • 7 მაისი 16:35

ახალ სოციალურ ქსელ „ტიკტოკზე“ ტრენდულია აპლიკაცია, რომელსაც „სარკის ეფექტი“ ჰქვია და რომლის საშუალებითაც სახის ნაკვთების იდეალური სიმეტრია მიიღწევა. 

ადამიანებმა, თითქოს, ახლა აღმოაჩინეს, რომ ჩვენი სახის ნაკვთები არაა იდეალურად თანაბარი და ამის გამო ზედმეტად თვითკრიტიკულები გახდნენ.


და იმის გამო, რომ "ტიკტოკის" თვითკრიტიკული მომხმარებლები, ძირითადად, თინეიჯერები არიან, ერთ-ერთმა ექიმმა, დერმატოლოგმა დასტინ პორტელამ გადაწყვიტა, მათთვის ეჩვენებინა, გვექნება თუ არა რეალურად ლამაზი სახის ნაკვთები, მათი იდეალური სიმეტრიის შემთხვევაში და ექსპერიმენტი ცნობილი ადამიანების ფოტოებზე სპეციალური აპლიკაციით ჩაატარა.


აი, რა გამოვიდა:


ბრედ პიტი



 


კიმ კარდაშიანი



 


დენზელ ვაშინგტონი



 


და ბიონსე



„სელებრითებსაც კი, რომლებსაც ჩვენ ძალიან ლამაზებად და მომხიბვლელებად მივიჩნევთ, არ აქვთ სიმეტრიული ნაკვთები და მაინც, ისინი არაჩვეულებრივად გამოიყურებიან. ყველას ვურჩევ, რომ ნაკლებად თვითკრიტიკულები იყვნენ“, ამბობს ექიმი თავის ვიდეომიმართვაში.

სრული ვერსიის ნახვა buzzfeed.com