კვლევა - ის ვინც ბევრს ფიქრობს ადრე კვდება

  • newpost.ge
  • 24 ოქტომბერი 21:09

ახალმა კვლევამ, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს აჩვენა, რომ ადამიანი, რომელიც ბევრს ფიქრობს, სიცოცხლის ხანგრძლივობა უმცირდება.

"ძლიერი ნერვული აქტივობა ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას, სუსტი ნეირონული მოქმედება სავარაუდოდ, ხელს უწყობს სიცოცხლის ხანგრძლივობას", - აღნიშნულია კვლევაში.


მკვლევარების აზრით, ეს დაკავშირებულია ცილასთან, რომელსაც REST-ი ჰქვია.
მეცნიერებმა შეისწავლეს 60-დან 100 წლამდე, გარდაცვლილი ადამიანების ტვინები და დაადგინეს, რომ ტვინში ცილა REST-ის დაბალი კონცენტრაცია ნაადრევ სიკვდილს იწვევს. თუ ეს ცილა დიდი კონცენტრაციით არის, სიცოცხლის ხანგრძლივობაც იზრდება.


ადამიანებს, რომლებმაც 100 წლამდე იცოცხლეს, ტვინში გაცილებით მეტი რაოდენობით ჰქონდათ ცილა REST-ი, ვიდრე, მათ ვინც 60-70 წელი იცოცხლა.


ამ შედეგებზე დაყრდნობით, მეცნიერები უკვე ფიქრობენ, არის თუ არა შესაძლებელი ისეთ მედიკამენტის შექმნა, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაეხმარება ორგანიზმს.

სრული ვერსიის ნახვა newpost.ge