ადამიანის წამების 72 მეთოდი, რომელსაც წელს 185 ადამიანი ემსხვერპლა

  • primetimenews.ge
  • 24 ოქტომბერი 21:08

ადამიანის მდუღარე წყლით დაწვა, სხეულის ნაწილების ჩამოჭრა, გაუპატიურება და სექსუალური ძალადობის სხვა ფორმები - ეს იმ წამების ფორმების მცირე ჩამონათვალია, რასაც სირიის რეჟიმი თავისი პატიმრებისა და ტყვეების წინააღმდეგ იყენებს.

საპატიმროებსა და სამხედრო ჰოსპიტალებში დანერგილ წამების მეთოდებზე ანგარიშს უფლებადამცველი ორგანიზაცია, სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ქსელი ავრცელებს.


დოკუმენტის თანახმად, სირიის რეჟიმი პატიმრებისა და ტყვეების წინააღმდეგ 72 სხვადასხვა სახის წამების ფორმას იყენებს. არაადამიანური მოპყრობის შედეგად წელს 185 ადამიანია დაღუპული. სირიის სამოქალაქო ომის მსვლელობის განმავლობაში კი წამებას 14 131 ადამიანი ესმხვერპლა.


წამების ერთ-ერთი მეთოდი ასეთია: შედარებით ჯანმრთელ ტყვეებს ერთ საკანში ათავსებენ მწვავე ფსიქიკური აშლილობის ან სიკვდილის პირას მყოფ ისეთ პატიმრებთან, რომელთაც ჰალუცინაციები და გაუსაძლისი ტკივილები აქვთ.  


სირიის ადამიანის უფელბათა დაცვის ქსელს ესაუბრა რამდენიმე პირი, რომელიც სირიის რეჟიმის ტყვეობიდან ცოცხალი გადარჩა. მათი თქმით, წამების ზემოთ ხსენებული ფორმა, ფიზიკურ ძალადობაზე გაცილებით უარესი იყო.


უფლებადამცველებმა წამების ფორმების შესახებ ინფორმაცია, სწორედ ყოფილი ტყვეებისგან და თვითმხილველებისგან შეაგროვეს. წამების ფაქტებს მოწმობს, სირიის რეჟიმის ყოფილი ფოტოგრაფის, მეტსახელად კეისრის მიერ გადაღებული 6000 ფოტო, რომელიც 11 000 სირიელის მკვლელობას ასახავს. ფოტოები 2011 წლის მარტიდან 2013 წლის აგვისტოს პერიოდშია გადაღებული.


„2011 წლიდან დღემდე, არცერთი თვე არ გასულა ისე, რომ სირიის რეჟიმის დაწესებულებებში წამების შედეგად მოკლული ტყვეების შესახებ ინფორმაცია არ აღგვერიცხა. ეს ფაქტები დღემდე გრძელდება,“- ნათქვამია ანგარიშში.



 

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge