მღვდელს წირვებზე უპატრონო ძაღლები შეჰყავს

  • fortuna.ge
  • 24 ოქტომბერი 21:08

ბრაზილიის ერთ-ერთ ეკლესიაში უსახლკარო ძაღლები ყოველ კვირას, წირვის დროს საპატიო ადგილს იკავებენ. ისინი წირვებზე მამა პაულო არაუხო გომეზს დაჰყავს.

მღვდელი იმედს გამოთქვამს, რომ მრევლი მათ შენიშნავს და მიტოვებულ ძაღლებს პატრონი გამოუჩდება.


”რასაც მე ვაკეთებ, მხოლოდ წყლის წვეთია პრობლემის მასშტაბურობის გათვალისწინებით… ვისურვებდი, რომ ყველა ცხოველისთვის, უფრო მეტის გაკეთება შემეძლოს. ეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ მოხალისე ადამიანების დამსახურებაცაა."- ამბობს მღვდელი.


მამა პაულო გომეზს ყოველთვის უყვარდა ძაღლები. მას შემდეგ რაც ეკლესიაში მსახურება დაიწყო აღმოაჩინა, რომ ცხოველებზე ზრუნვა მისი მოწოდებაა. როგორც ჩანს, მზრუნველობის ამ ფორმამ უკვე გაამართლა. რამდენიმე ძაღლმა უკვე იპოვა პატრონი და თავშესაფარი.


 


"მღვდელმა რამდენიმე უპატრონო ძაღლი თავად შეიფარა. დღეს ისინი ჩემი შვილები არიან და ჩემს საწოლში ძინავთ”, – ამბობს მამა პაულო გომეზი.


 



 

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge