რუსეთში კატა-ნარკოკურიერები არიან

  • ipress.ge
  • 24 ოქტომბერი 20:21

რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკაში, ნაბერეჟნიე ჩელნისთან ახლოს მდებარე დასახლება მენდელეევსკში კატა დაიჭირეს.

კატა მენდელეევსკში მდებარე N10 გამოსაწორებელ კოლონიაში თანამშრომლებმა იმ დროს დაიჭირეს, როდესაც ის დაკავებულებთან ნარკოტიკის შეტანას ცდილობდა.


უწყების რესპუბლიკური სამმართველოს პრესსამსახურის ცნობით, კოლონიაში კატა-ნარკოკურიერის შეღწევის პირველი მცდელობა არ არის. ანალოგიურ შემთხვევა მოხდა 2010 წელს, როდესაც ერთ-ერთმა კოლონიაში მყოფმა გაწვრთნა კატა და ის თავის ნაცნობს, რომელსაც კოლონიაში სასჯელის მოხდის ვადა გაუვიდა, გააყოლა სახლში. მან კატა რამდენიმე დღე აშიმშილა, შემდეგ კი მას კისერზე ჰეროინით სავსე პატარა ტომარა ჩამოკიდა და კოლონიასთან მიიყვანა. მშიერი კატა მაშინვე პატრონთან გაიქცა, მაგრამ კოლონიის ტერიტორიაზე შესვლის დროს ის დარაჯმა ძაღლმა დაგლიჯა.

სრული ვერსიის ნახვა ipress.ge