„შემოთავაზებული იქნება ვაქცინა, რომელიც ადამიანებს დაიმონებს“ – მეუფე საბას სკანდალური ქადაგება (ვიდეო)

  • 4 მაისი 14:12

მეუფე საბას (გიგიბერია) ქადაგებას, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, უამრავი გამოხმაურება მოყვა.

"დღევანდელი ვირუსი არის ეშმაკის ხელში საშუალება რომ, დამიანები თავის გავლენის ქვეშ მოაქციოს…


შემოთავაზებული იქნება ვაქცინა, რომელიც ადამიანებს დაიმონებს”, – აღნიშნა საკვირაო ქადაგებაზე ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ (გიგიბერია).


მან მრევლს დაფიქრებისა და თვალების კარგად გახელვისკენ მოუწოდა.


„თუ ვირუსით მოხდება გარდაცვალება, ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსის ბრალია ეს, უბრალოდ, დადგა დრო გარდაცვალების“, – ამბობს მეუფე.


მისი თქმით, მოწოდება – „დარჩით სახლში“, ეშმაკისეულია.