ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხენის ხორცი აღმოაჩინეს - "სხვა ქვეყნებში ხომ ჭამენ, ასე ამართლებენ გამყიდველები"

  • 23 ოქტომბერი 23:03

"სახალხო კონტროლის" წამყვანმა მადონა კოიძემ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხენის ხორცი აღმოაჩინა.  

"მთავარ არხზე" გადაცემაში "სხვა ნანუკა" მადონა კოიძემ ისაუბრა რთულ ვითარებაზე, რაც ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება.


"სამწუხაროდ ცუდი კანონმდებლობა გვაქვს. სურსათის ეროვნული სააგენტო ვერ ამოწმებს თუ არაა ბიზნეს ოპერატორი, რაც დიდი შეცმომაა. ასევე შეცდემომაა ის რომ ადამიანის მოწამვლის გამო ობიექტებს 1000 ლარით აჯარიმებენ. ჯარიმის გარდა სანამ კრიტიკული შეუსბამობა არ ამოიფხვრება მანამდე  ობიექტი იკეტება. როდესაც ცხენის ხორცს ვპოულობთ სამართალდამცავებს ვიძახებთ და ისინი გვიცავენ. თავად გამყიდვლები ამ დროს არც კი წუხან. მერე რა რომ ცხენის ხორცია ყაზახეთში და სხვა ქვეყნებში ხომ ჭამენ ხორცს. ასე ამართლებენ ისინი ცხენის ხორცის ყიდვას."- ამბობს მადონა კოიძე.