"დარწმუნებული ვარ, მღვდლები არიან ვირუსის მატარებლები, ოღონდ მთავრობის დახმარებით მალავენ"

  • 3 მაისი 14:41

თეოლოგი ბასილ კობახიძე ამბობს, რომ დარწმუნებულია, სასულიერო პირები უკვე არიან კორონავირუსის მატარებლები, თუმცა ამას მთავრობისა და ექიმების დახმარებით მალავენ.

"ხვალ, კვირას, კიდევ იქნება საერთო კოვზით ზიარება და მრევლის შეკრება მთელ საქართველოში. რუსულ ეკლესიაში უკვე დაინფიცირდა ოცზე მეტი ეპისკოპოსი, ერთი გარდაიცვალა, ინფიცირებულია უამრავი მღვდელი, ბერი, მონაზონი და სემინარიის სტუდენტი.


დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სამღვდელოებაში მთელი რიგი სასულიერო პირები უკვე არიან ვირუსის მატარებლები. ოღონდ ამას მალავენ მთავრობის და ექიმების დახმარებით, რათა ”ყველაზე ვაჟკაცი” ეკლესიის სახელი არ გააფუჭონ. მღვდლების ტესტირება არ ხდება. ზოგიერთი მათგანი შეიძლება სულაც უსიმპტომო მატარებელია ვირუსის. იმის გათვალისწინებით, რომ არ ვიცით ქვეყანაში რამდენი ინფიცირებულია, ვისმენთ მხოლოდ ტრიუმფალისტურ განცხადებებს ვირუსის დამარცხებაზე, ტესტები ცოტა კეთდება, ეკლესიის მიერ კარანტინის ასეთი უტიფარი დაუცველობა მოიტანს კატასტროფულ შედეგებს”,- წერს ბასილ კობახიძე.


წყარ