რაჭაში ჩასული ოჯახი შეცდომით სხვის სახლში დასახლდა

  • 3 მაისი 14:31

რაჭაში ჩასული ოჯახი შეცდომით სხვის სახლში დასახლდა, – ამის შესახებ ნიკო ლეკიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"რაჭაში ამ პანდემიის შიშით ბევრი ხალხია ჩასული. ბევრმა, დიდი ხნის დაკეტილი სახლი გაიხსნა. ჩვენს მეზობელ სოფელში მიტოვებულ სახლში 7 სულიანი ოჯახი ჩასულა. დააწკრიალეს იქაურობა, ეზო, სახლი მოაწესრიგეს, ტელევიზორის ანტენა დადგეს და მეორე დილით მეზობელი გადმოსულა.

თქვენ ბატონო რა გვარის ბრძანდებითო. ესა და ესო. ხოდა თქვენი სახლი ქვემოთკენ არის და მიგიყვანთო. სხვისი ეზო-კარი დაუწმენდიათ,“ – წერს ნიკო ლეკიშვილი.