„არ უნდა ვიყოთ ძალიან შეშინებულები, რომ არსებობს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც არ აქვს კორონავირუსის სიმპტომები და სინამდვილეში ავადაა“

  • 1 მაისი 23:52

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა უსიმპტომო ინფიცირებულების რაოდენობა ძალიან ბევრი ნამდვილად არ უნდა იყოს.

 

„მსოფლიოში ცნობილია, რომ ეს ინფექცია არსაიდან არ შეიძლება დაემართოს ადამიანს და ყოველთვის არის მიბმული ვიღაცაზე, რომელიც არის დაავადებული და მისგან გადაცემაზე ზედამხედველობის სამსახურები კარგად ადგენენ და კარგად მისდევენ თითოეული ახალგამოვლენილი შემთხვევის კონტაქტებს და ხდება ამ კონტაქტირებულების მაქსიმალური გამოვლენა და მიდევნება. ყველა შემდგომი შემთხვევა იოლად დგინდება ხოლმე, რომ რაღაცასთან იყო კავშირში. ასე რომ, ასე უცებ, განუსაზღვრელად და მოულოდნელად დაავადების ასეთი კერები არ ჩნდება. რეალურად არსებობს მოლოდინი, არსებობს ამ ტერიტორიებზე ზედამხედველობის გამკაცრებული რეჟიმები. არ წყდება შემთხვევების აღმოჩენა თუ გამოვლენა. ეს ყველაფერი იძლევა გარკვეულ მტკიცებულებას იმისა, რომ არ უნდა ვიყოთ ძალიან შეშინებულები, იმ თვალსაზრისით, რომ არსებობს ესეთი რაღაც მისტიკური ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც არ აქვს სიმპტომები და სინამდვილეში ავად არიან ან შეიძლება გაავრცელონ ეს ინფექცია. ვიმედოვნებთ ეს ასე არ იქნება, ვიღაცები გადაიტანენ ამას ძალიან მსუბუქად, ან შეიძლება თვითონ ჩათვალონ, რომ მთლიანად უსიმპტომოდაც კი, მაგრამ ასეთთა რაოდენობა არ იქნება იმდენად დიდი ან ისეთი ყოვლისმომცველი რომ დაავდების გავრცელება გამოგვეპაროს სადმე, რაიმე ტერიტორიაზე“, – განაცხადა ზახაშვილმა.