„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ – მარტვილში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

  • 1 მაისი 20:15

ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას მმართველი გუნდის წარმომადგენლები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონთან ერთად, სამეგრელოშიც შეუერთდნენ. აქცია მარტვილის მუნიციპალიტეტშიც გაიმართა.

უანგარო დონაციის აქციაში საკრებულოსა და მათზე დაქვემდებარებული სხვადასხვა სმსახურის თანამშრომლები და ადგილობრივები ჩაერთვნენ.


მარტვილის მერის, ალექსანდრე გრიგალავას განმარტებით, მთელი დღის განმავლობაში სისხლი 40-მდე პირმა გაიღო.


ცნობისთვის, აქცია კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება.


პროექტს კორპორაცია „ევექსის” სისხლის ბანკი ახორციელებს.