“რაც ორსულობაზე გაიგო ბავშვის მამამ, მიახლოებაც ამიკრძალა”-20 წლის გოგონა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

  • kvira.ge
  • 23 ოქტომბერი 12:53

20 წლის გორელი გოგო, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, დედამ იმის გამო გამოაგდო სახლიდან, რომ შეყვარებულისგან დაფეხმძიმდა.

ორსულობის ამბის გაგების შემდეგ, შეყვარებულმა მიატოვა, ბავშვის მამობაზეც უარი თქვა და გოგონას თქმით, მასთან მიახლოებაც აუკრძალა.


მძიმე სოციალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, თვითმკვლელობაც სცადა, თუმცა დამ დროულად მიუსწრო და გადაარჩინა.


გოგონა დახმარების თხოვნით “რეგიონულ კვირას” დაუკავშირდა, იმედით, რომ საკუთარი ისტორიის მოყოლის შემდეგ, მისი ცხოვრება უკეთესობისკენ მცირედით მაინც შეიცვლება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და გოგონას უსაფრთხოების მიზნით, სტატიაში მის ვინაობას არ ვასახელებთ.


ჩვენს რესპონდენტს 8 წლის ასაკში შიშის ფონზე მეტყველების პრობლემა დაეწყო, ინციდენტიდან მალევე შეზღუდული შესაძლებლობა დაუდგინდა. ორსულობის 8 თვის განმავლობაში გოგონა მხოლოდ ერთხელ იყო ექიმთან, შესაბამისად ერთ თვეში რამდენად ჯანმრთელი იქნება მისი შვილი არ იცის.
როგორც თავად გვიყვება, დედისგან უარყოფილს დროებითი თავშესაფარი საკუთარმა დამ მისცა, რომელიც ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, გორში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.
“8 თვის ორსული ვარ. დროებით ჩემს დასთან ვცხოვრობ. ნაქირავები ბინა პატარაა და ყველა ვერ ვეტევით. ხანდახან დასარჩენად უცხო ხალხთან მივდივარ. გუშინწინ ერთი გოგო გავიცანი მაღაზიაში და იმან შემომთავაზა თავისთან დარჩენა, ორი ღამე იქ გავატარე. ჩემი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა – 145 ლარამდე, მაგრამ რაღაც პერიოდია ვერ ვიღებ. ჩემი დისშვილი ავად იყო, ფილტვების ანთება ჰქონდა და წინსწრებით, რამდენიმე თვის ერთდროულად გამოვიტანე.
მინდა, რომ ჩემი შვილი ჩემთან იყოს და მე გავზარდო, მაგრამ სად ვიცხოვროთ არ ვიცი, ან რა ვაჭამო, ან როგორ გავზარდო – არ ვიცი. ჩემმა უშვილო ნათესავმა 5 000 დოლარი შემომთავაზა და ბავშვის მისთვის გადაცემა მთხოვა. როგორ გავყიდო ჩემი ჯერარდაბადებული შვილი, სხვას როგორ მივცე.

სრული ვერსიის ნახვა kvira.ge