ABC News-ის ჟურნალისტი ეთერში შარვლის გარეშე ჩაერთო

  • 1 მაისი 10:28

ABC News-ის ჟურნალისტი უილ რივი ეთერში შარვლის გარეშე ჩაერთო. ამის შესახებ CNN-ი წერს.

 

ტელეარხის ინფორმაციით, ის უილ რივი გადაცემაში Good Morning America მედიკამენტების დრონების დახმარებით მიწოდების თემაზე საუბრობდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაცემაში სახლიდან ჩერთო.


ჟურნალისტმა პიჯაკი ჩაიცვა, მაგრამ შარვლის გამოტოვება გადაწყვიტა. როგორც ჩანს, ივარაუდა, რომ წელს ქვემოთ მაინც ვერავინ დაინახავდა, მაგრამ კამერის აწყობისას შეცდომა დაუშვა და მაყურებლებმაც ეს მალევე შეამჩნიეს. მათგან რივს Twitter-ზე არაერთი შეტყობინება მიუვიდა შარვლის ჩაცმის თხოვნით.


წაიკითხეთ სრულად