ცხინვალის ციხეში მოშიმშილე პატიმრებს სასტიკად გაუსწორდნენ და საკვების მიღება აიძულეს

  • rustavi2.ge
  • 23 ოქტომბერი 10:35

როგორც ცემენ მოქალაქეებს ცხინვალის წინასწარი დაკავების საკანში - სკანდალური კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ვიდეომასალაში სამართალდამცავთა მიერ, სავარაუდოდ, სწორედ ცხინვალის წინასწარი დაკავების საკანში პატიმრების ცემაა ასახული. წინასწარი ინფორმაციით, 
კადრები იმ ეკრანიდან არის გადაღებული, სადაც სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეომასალა ჩანს.


გავრცელებული ინფორმაციით პატიმრები პროტესტის ნიშნად შიმშილობდნენ, 2 ოქტომბერს კი ომონის თანამშრომლები მათ სასტიკად გაუსწორდნენ და საკვების მიღება აიძულეს.


 

სრული ვერსიის ნახვა rustavi2.ge