„ვეჩნად“ უნდათ საგანგებო მდგომარეობა – ეე, სიცხე გაქვსო, შე@ემა? – გეტყვიან“

  • 30 აპრილი 16:07

რეჟისორი გუჯა ბიძია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოში სწრაფი ტესტების შემოტანის ფაქტს ეხმაურება.

 

"40000 ტესტი ჩამოდისო, არა?


რისი მომხრეც ვიყავი 2 თვის წინ, ამ საყოველთაო ტესტირებისა, მაშინ როცა ეს ვირუსობანა იწყებოდა, ახლა წინაააღმდეგი ვარ.


წინააღმდეგი ვარ ახლა, როცა ევროპაში უკვე გაუქმდა შეზღუდვები, როცა ქვეყნები მიხვდნენ, რაც ხდებოდა სინამდვილეში, და საქართველოში ახლა აპირებენ საყოველთაო და სავალდებულო ტესტირებას?


და რა? დარწმუნებული ვარ, ყოველ მეორეს აღმოაჩნდება კორონას კვალი , უსიმპტომო თუნდაც, მაგრამ საშუალებას რომ მისცემს ამ ჩემისებს კიდევ გააგრძელონ საგანგებო მდგომარეობა.
და რომ უნდათ ეს საგანგებო და თან ვეჩნად რომ უნდათ, ეტყობათ, მაგრად ეტყობათ.


განაცხადეს კიდეც, ნავაროჩენი კამერები მონტაჟდებაო ყველგან, და იმ ადამიანის ამოცნობა შეუძლიაო, ვისაც 37- ზე მეტი გრადუსი ექნებაო, და ანიშნებს იქვე მყოფ სპეცდაცვის ხალხს და იმ სიცხიანს სადაც საჭიროა იქ მიაბრძანებენო, ნუ, თავაზიანადო, დაამატეს.


ხო, ასე თქვეს და იქვე ჯარიმებზე ჩაანამიოკეს, მორიდებულად. "იმ პონტში", მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნა დასჯადიაო.


მააშ, ბიუჯეტი თუ არ შეივსო, ხელფასები როგორ აიღონ , ხო?
და ეგ ჩვეულებრივ პონტში, მეტროში, ან ავტობუსების გაჩერებაზე კამერები, და წარმოიდგინე ახლა, რამეს გასაპროტესტებლად რომ გახვიდე, და იქავე კამერის ქვეშ, და სიცხე გაქვს შე ჩემა, რას აპროტესტებო, გეტყვიან სრაზუ, აქციის დაწყებამდე.


და მართალიც იქნებიან ამ სიტყვების გინდა პირდაპირი, გინდა გადატანითი მნიშვნელობით.
მართალი იმიტომ, რომ ორიოდე კაცი იქნები აქციაზე, და დანარჩენი საქართველო, საშიმშილოდ განწირული, მაგრამ მაინც ყველა დროს და ყველა ხელისუფლების გამგები საქართველოც მოგაძახებს, ეე, სიცხე გაქვსო, შე #ემა?


ხო, ჩვენ სიცხე გვაქვს, გამოდის.


როდის არ გვქონდა, ხო? 30 წელი სიცხე გვაქვს.


და იმათ, გამოდის, აიწყვეს ხო ცხოვრება?.."- წერს რეჟისორი.