აღიარება ჩუმი გმირობისთვის

  • 20 იანვარი 14:28

პროფესიით ექიმია. თუმცა 2008 წელს, როცა მის 14 წლის ქალიშვილ ქეთის ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, სამსახურს თავი დაანება, პაციენტებს დაემშვიდობა და ცხოვრება შვილის გადასარჩენად იაშვილის კლინიკაში განაგრძო.

რო­გორც თა­ვად ამ­ბობს მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე იყო, 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ა­ვად­მყო­ფო არ და­უ­ტო­ვებია.


„იყო დღე­ე­ბი როცა მე­გო­ნა, რომ ვერ გა­დარ­ჩე­ბო­და, მა­შინ არა­ფერ­ზე ვფიქ­რობ­დი, მხო­ლოდ იმას ვთხოვ­დი ღმერ­თს,რომ ჩემი შვი­ლი გა­და­ერ­ჩი­ნა.“


მა­რი­ნა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი ჯი­პი­აი ჰოლ­დინ­გის თა­ნამ­შრო­მე­ლია. ის ვე­ნის სა­და­ზღვე­ვო ჯგუ­ფის ყო­ველ­წლი­უ­რი კონ­კურ­სის - ჯილ­დო მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბი­სათ­ვის - AWARD IN RECOGNITION OF COMMITMENT TO VOLUNTARY ACTIVITIES- გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და. მან ჯილ­დო ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­არ­სე­ბის­თვის მი­ი­ღო.


კლი­ნი­კა­ში ყოფ­ნი­სას და­უ­ახ­ლოვ­და მშობ­ლებს, რომ­ლე­ბიც შვი­ლე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად ყო­ველ­დღი­უ­რად იბ­რძოდ­ნენ : „იქ იყ­ვნენ პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ხელ­მწი­ფო აფი­ნან­სებ­და, თუმ­ცა ხში­რად წა­მა­ლი დრო­ზე არ მო­დი­ო­და. ლე­ი­კე­მია კი ისე­თი და­ა­ვა­დე­ბაა, თუ ზუს­ტად სქე­მის მი­ხედ­ვით არ მი­ი­ღე წა­მა­ლი მკურ­ნა­ლო­ბა უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია. ამი­ტომ უწევ­დათ წამ­ლის ყიდ­ვა, ეს კი დიდ თან­ხებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. იქ ყოფ­ნის დროს ერ­თმა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბო­დით, როცა მოგ­ვრჩე­ბო­და წა­მა­ლი იმას ვაძ­ლევ­დით ვი­საც სჭირ­დე­ბო­და, ხში­რად თან­ხი­თაც ვეხ­მა­რე­ბო­დით.


მერე როცა ქე­თის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და, თა­ვად მომ­ცა სტი­მუ­ლი, რომ დავ­ხმა­რე­ბო­დი ადა­მი­ა­ნებს ვინც ამ და­ა­ვა­დე­ბას ებ­რძო­და : „დედა შენ გაქვს ისე­თი უნა­რე­ბი, რომ შე­გიძ­ლია ამ ბავ­შვებს და­ეხ­მა­რო.“ ეს რომ მი­თხრა ჩემ­თვის ეს იყო შოკი, რად­გან არც მქონ­და ეს იმ მო­მენ­ტში გა­ფიქ­რე­ბუ­ლი, მთლი­ა­ნად ბავ­შვზე ვი­ყავი გა­დარ­თუ­ლი. – „შენ თუ კარ­გად იქ­ნე­ბი, პი­რო­ბას გაძ­ლევ, რომ მე ამას გა­ვა­კე­თებ -მეთ­ქი“ - ასე­თი სი­ტყვა მი­ვე­ცით ერ­თმა­ნეთს.


დღეს მა­რი­ნა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი ონკო-ჰე­მა­ტო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის მშო­ბელ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რეა. ფონ­დი ჰე­მა­ტო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მის მქო­ნე ბავ­შვებს ეხ­მა­რე­ბა ფი­ნან­სუ­რად დი­აგ­ნოს­ტი­კის, მკურ­ნა­ლო­ბი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას 2012 წლი­დან საქ­ველ­მოქ­მე­დო სტა­ტუ­სი აქვს და დღემ­დე 100-ზე მეტ ბე­ნე­ფი­ცი­არს გა­უ­წია დახ­მა­რე­ბა.



„ჩემი შვი­ლი რომ გა­მო­ჯან­მრთელ­და უფრო აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და რო­გორც საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ისე და­ვი­წყეთ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა. შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბით წამ­ლე­ბის შე­ძე­ნა­სა და მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯებ­ში ვეხ­მა­რე­ბო­დი ოჯა­ხებს. მთე­ლი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ პე­რი­ოდ­ში ანა­ლი­ზებს, გა­მოკ­ვლე­ვებს, მკურ­ნა­ლო­ბა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის, ვარ­ჯი­შე­ბის, მა­სა­ჟე­ბის ხარ­ჯებს ვფა­რავ­დით და ხან­და­ხან და­ბა­დე­ბის დღე­ებ­საც ვუხ­დი­დით ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს. კლინ­კებ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაც გა­ვა­ფორ­მე რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ვი­საც სჭირ­დე­ბა ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­ის ბლან­კით მი­დის კლი­ნი­კა­ში , იკე­თებს ანა­ლი­ზებს და მერე ჩვენ სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­ჭი­რო თან­ხას. დღეს ისე აქ­ტი­უ­რი აღარ ვარ, თუმ­ცა როცა მი­რე­კა­ვენ ვეხ­მა­რე­ბი მათ რო­გორც შე­მიძ­ლია.“


ჯი­პი­აი ჰოლ­დინ­გში მუ­შა­ო­ბა 3 წლის წინ და­საქ­მე­ბის ფო­რუ­მის მეშ­ვე­ო­ბით და­ი­წყო. ვე­ნის სა­და­ზღვე­ვო ჯგუ­ფის კონ­კურ­სის­თვის კი გა­ნა­ცხა­დი მხო­ლოდ წელს კო­ლე­გე­ბის თხოვ­ნით შე­ავ­სო. გა­მარ­ჯვე­ბა მხო­ლოდ მა­შინ და­ი­ჯე­რა, როცა ვე­ნი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოწ­ვე­ვის წე­რი­ლი მი­ი­ღო. ჯილ­დო მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ვე­ნა­ში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­და­ე­ცა.


„ბო­ლომ­დე არ მჯე­რო­და რომ გა­ვი­მარ­ჯვებ­დი და ასე და­წყე­ბუ­ლი საქ­მე ასე დამ­თავ­რდე­ბო­და. რა თქმა უნდა ძა­ლი­ან გა­მე­ხარ­და. ერთი ადა­მი­ა­ნის წაყ­ვა­ნა შე­მეძ­ლო და მა­შინ­ვე ვუ­თხა­რი ჩემს გო­გოს, ქეთი შენი იდეა იყო, შენ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ვა­კე­თე ეს და შენ გე­კუთ­ვნის რომ ჩემ­თან ერ­თად წა­მოხ­ვი­დე. მარ­თლა სა­ოც­რე­ბა და მარ­თლა ზღა­პა­რი იყო ჩვენ­თვის რაც მოხ­და.



და­ჯილ­დო­ვე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე სა­მად­ლო­ბელ სი­ტყვა­შიც ვთქვი - 2008 წელს მარ­თლაც ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დით, რომ ამ­დე­ნი ხნის შემ­დეგ ამ ფორ­მით და­არ­სე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ით ასეთ სა­ო­ცარ გა­რე­მო­ში მოვ­ხვდე­ბო­დით. ეს მარ­თლაც ღვთის სა­ჩუ­ქა­რია. მა­შინ მე და ჩემ­მა შვილ­მა ერ­თმა­ნეთს სი­ტყვა მი­ვე­ცით, რომ ორი­ვე­ნი კარ­გად ვიქ­ნე­ბოდთ და აი ახლა ვე­ნა­ში, ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ორი­ვე­ნი აქ ვართ ჩემი შვი­ლიც ახლა აქ არის, ჯან­მრთე­ლი და ეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­აც არ­სე­ბობს."


წევ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს შო­რის კონ­კურსს მო­ხა­ლი­სობ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ვე­ნის სა­და­ზღვე­ვო ჯგუ­ფი 2013 წლი­დან ატა­რებს. აღი­ა­რე­ბის ჯილ­დო ჯი­პი­აი ჰოლ­დინ­გის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 2014, 2017 და 2018 წლებ­შიც მი­ი­ღეს. კონ­კურ­სის მი­ზა­ნი მო­ხა­ლი­სე­ობ­რივ აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და მათი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის და­ჯი­ლო­ვე­ბაა.