მაღაროში იმ ავტომანქანაზე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მაღაროელი იმსხვერპლა, კიდევ ერთი მუშა დაშავდა

  • 2020news.ge
  • 22 ოქტომბერი 20:16

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მანქანაზე, რომელმაც 29 წლის გაგა ბოჭორიშვილი იმსხვერპლა, კიდევ ერთი მუშა, 33 წლის ამირან ღუღუნიშვილი დაშავდა.

შემთხვევა გაგა ბოჭორიშვილის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. 


როგორც "2020NEWS" -ს ჭიათურიდან აცნობეს, გაუმართავმა ავტომანქანამ ახალგაზრდა მუშას მხარი დაუზიანა, რომლის გადაყვანაც მყისიერად მოხდა საჩხერის საავადმყოფოში.


ამირან ღუღუნიშვილი მიღებული ტრამვის გამო ამჟამადაც მკურნალობს.


როგორც "2020NEWS" -ს მაღაროს თანამშრომლებმა განუცხადეს, ხელმძღვანელობა მსგავსი ტიპის საწარმო ტრავმის დამალვას მაქსიმალურად ცდილობს ხოლმე.


შეგახსენებთ, ჭიათურაში "ჯორჯიან მანგანეზის" კუთვნილ მაღაროზე რამდენიმე დღის წინ  მაღაროელი დაიღუპა. 29 წლის გაგა ბოჭორიშვილი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. გაგა ბოჭორიშვილი გამწმედ სამუშაოს ატარებდა.  გარდაცვლილს თავად ეკავა მანქანის პულტი და მანქანასა და კედელს შორის მოჰყვა. 

სრული ვერსიის ნახვა 2020news.ge