ბერა ამაზონის ჯუნგლების აღდგენისთვის ერთ მილიონს გამოყოფს

  • 22 ოქტომბერი 19:35

რეპერი ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელ ინსტაგრამში ვიდეორგოლს ავრცელებს. მიმართვაში ბერა მთელ მსოფლიოს მიმართავს.

ბერა ამაზონის ჯუნგლების აღდგენის ფონდში ერთ მილიონ დოლარს გადარიცხავს.


გამარჯობა ბრაზილია, თქვენთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ზრუნავენ მომავალზე და ჩვენს პლანეტაზე მესიჯი მაქვს. ბოლო რამდენიმე თვეა ამაზონის ტყე იწვის. მინდა მივმართო ჩემს ბრაზილიელ მეგობრებს. გადავწყვიტე, მათ გადავურიცხო 1.1 მილიონი დოლარი. მე მჯერა ჩვენ ერთად შევცვლით ყველაფერს",- აღნიშნავს ბერა ივანიშვილი მიმართვაში