"ჩვენი ბებიები ძირითადად არასრულწლოვნები თხოვდებოდნენ და იქნებ წინაპრებიც გამოვაცხადოთ დამნაშავეებად"

  • 22 ოქტომბერი 19:11

პოლიტიკოსი შალვა ნათელაშვილი 7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მეუღლეს ბრალი წაუყენებას სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება:

"სახელმწიფო ვერ და არ იცავს არასრულწლოვნებს არაბი თუ ირანელი სექსტურისტებისგან,მომავალი თაობა გვეღუპება და ამ დროს სასამართლო-პროკურატურამ ბავშვის დაღუპვით გამოწვეული ტრაგედია არ აკმარეს და პასუხისგებაში აძლევენ კასპელ დვალიშვილს ოჯახის შექმნისათვის, რადგან მისი მეუღლე მთლად სრულწლოვანი არ აღმოჩნდა. ასე ჩვენი ბებიები ძირითადად არასრულწლოვნები თხოვდებოდნენ და იქნებ წინაპრებიც გამოვაცხადოთ დამნაშავეებად. სრული სისულელე."


კასპში, 7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მეუღლეს ბრალი წაუყენეს.
მიხეილ დვალიშვილს ბრალი არასრულწლოვანთან ნებაყოფლობით სქესობრივი კონტაქტის გამო წაუყენეს.