"საქმე დაიხურება და არავინ დაისჯება" - ადვოკატის პროგნოზი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე

  • rustavi2.ge
  • 22 ოქტომბერი 18:52

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე,სუს-ის  ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დაკითხვას სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი გამოეხმაურა.

მარიამ კუბლაშვილი თვლის, რომ საქმე დაიხურება და სპეცრაზმელი, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა, არ დაისჯება. 


"პოლიტიკური ნება გასაგებია, რომ ამ საკითხზე არ იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის კუთხით. ჩემი ვარაუდით, დაიხურება საქმე და არ წაუყენებენ ბრალს სპეციალური რაზმის სამსახურის თანამშრომელს. ყველა საგამოძიებო მოქმედება უკვე დასრულებული იყო და პროკურატურის მხრიდან დუმილი იყო გაჭიანურება იმისა, რომ გადაწყვეტილება არ ყოფილიყო მიღებული. მათ დაკითხეს და გამოკითხეს ყველა პირი, რომელიც ჩვენ მოვითხოვეთ, არის იმის მანიშნებელი, აპირებენ, დიდი ხანია აპირებენ, მაგრამ მოახლოვდა შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოქვეყნება,"- განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა. 


თემირლან მაჩალიკაშვილის ბებიას ელენე მაჩალიკაშვილს გამოძიების იმედი არ აქვს.

სრული ვერსიის ნახვა rustavi2.ge