"ეშმაკის ადვოკატი“ – გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილის ახალი პროექტი

  • 30 აპრილი 12:24

"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას და მის მეუღლეს, ჟურნალისტ თამარ ჩერგოლეიშვილს ახალ მედია პროექტში ვიხილავთ სახელწოდებით – „ეშმაკის ადვოკატი“.

"სანამ კარანტინში ვართ და ნორმალური
რუტინა დარღვეული გვაქვს, გადავწყვიტეთ რაც გვიყვარს, იმას მეტი დრო დავუთმოთ.
ჩვენ კამათი გვიყვარს.


ამიტომ ასეთი პროექტი მოვიგონეთ - ეშმაკის ადვოკატი დავარქვით.
თავის დაზღვევისთვის აღვნიშნავ, რომ ეშმაკებთან, ჭინკებთან და მხეცის ნიშნებთან პროექტს საერთო არ აქვს.


არსიდან გამომდინარე დავარქვით.
არსი იმაშია, რომ გიგა სულ გიგა ბოკერია იქნება.
მე კი სულ მისი მოწინააღმდეგე - ანუ ეშმაკის ადვოკატი! (ხან ქოცი, ხან ქსენოფობი ქოცი, ხან სოციალისტი და ა. შ.)


ვინ იცის, ეგებ უკეთესი კითხვები დავსვა მოწინააღმდეგის პოზიციიდან და უკეთ გავჭედო, ვიდრე მისი რეალური მოწინააღმდეგეები ახერხებენ?


დრო გვაქვს შემოსაზღვრული და ჭადრაკის საათით ვაკონტროლებთ (ჩემი აქილევსის ქუსლი ეგ ყოფილა, ღილაკზე დაჭერა მავიწყდება როცა მისი დრო მიდის).


ტაბულაზე დადება მეუხერხულება - (მეჯავრება ქმრები რომ დაჰყავთ საკუთარ გადაცემებში).
ამიტომ ტაბულას ექსპლუატაცია რომ არ გამომივიდეს (მიუხედავად იმისა, რომ იქ მეტი ადამიანი ნახავდა) - ჩემი კედლიდან გავუშვებ და თუ დაგაინტერესებთ, გვიყურეთ.


თან სახალისოა, მაგრამ თან სერიოზული - ტესტებით როგორც მივხვდი."- წერს ჩერგოლეიშვილი.