1-ლი მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

  • 30 აპრილი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ხელსაყრელი დღეა სამსახურებრივი ურთიერთობებისთვის, სამთავრობო და საზოგადოებრივ სტრუქტურებთან მიმართვისთვის. შეგიძლიათ, თამამად დაიწყოთ ნებისმიერი, თუნდაც სარისკო საქმე - ვარსკვლავები წარმატებას გპირდებიან.


კურო


ამ დღეს ნეგატიური ტენდენციები, ილუზიები და იმედგაცრუება მოაქვს. თუ მგზავრობას ან მივლინებას გეგმავთ, ჯობია, მომავალი დღისთვის გადაიტანოთ. ფინანსებან დაკავშირებულ საქმეებში სიფრთხილე გმართებთ.


ტყუპები


მოსალოდნელია იმედგაცრუება ახლობელ ადამიანებში ან პროფესიულ საქმიანობაში. გამორიცხული არ არის ფინანსური დანაკარგი, ამიტომ შეძენისა და დაბანდების მხრივ უკიდურესი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება, თუმცა ურთიერთობის გარკვევის დროს სიმშვიდე შეინარჩუნეთ. ექიმთან ვიზიტი შეიძლება ცოტა უსიამოვნო აღმოჩნდეს, რადგან დიაგნოზი მოულოდნელი იქნება.


კირჩხიბი


ხელსაყრელი დროა შვებულებისა და დასვენებისთვის. ახლა გარემოს შეცვლა ყველაზე მეტად გჭირდებათ. ბიზნესმენებს ვურჩევთ, რომ ინვესტიციების ჩადებისგან თავი შეიკავონ და უფრო ხელსაყრელ დროს დაელოდონ. საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლებისთვის ხელსაყრელი პერიოდია კარიერული წინსვლისთვის.


ლომი


ხელსაყრელი დღეა კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისთვის. ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით, თუმცა თავი შეიკავეთ უცნობ ადამიანებთან ერთად საერთო პროექტებში მონაწილეობისგან და ერიდეთ ადამიანებს, რომლებსაც არ ენდობით. თქვენი წარმატების საიდუმლო უახლოეს გარემოცვაშია.


ქალწული


ხელსაყრელი დღეა სამსახურებრივი კონტაქტებისთვის. შეგიძლიათ ნებისმიერი საქმე თამამად დაიწყოთ, რადგან წარმატების დიდი შანსი გაქვთ. ხელსაყრელი გარიგება ფინანსურ წარმატებას მოგიტანთ.


სასწორი


ამ დღეს მოსალოდნელია დაძაბული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება, ნეგატიური ემოციები, ავადმყოფობა და კატასტროფები. სიტუაციას განმუხტავთ, თუ გადაჭარბებულ სიფრთხილეს და ყურადრებას გამოიჩენთ. უსმინეთ შინაგან ხმას და ენდეთ საკუთარ ინტუიციას. მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.


მორიელი


ხელსაყრელი დღეა მივლინებებისა და მოგზაურობისთვის. სამუშაოდ განწყობილი არ ხართ, რადგან წინა დღეების რომანტიკული განწყობა ყურადღების კონცენტრირებაში ხელს გიშლით. გამორიცხული არ არის წყენა და დაპირისპირება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთიბას გამოცდა ელის. ეცადეთ მეტი მოთმინება და წინდახედულება გამოიჩინოთ.


მშვილდოსანი


ამ დღეს ახლობელ ადამიანებში ან პროფესიული საქმიანობის მიმართულებით იმედგაცრუება გელით. სავარაუდოდ, კომერციული ოპერაცია ან საქმიანი შეხვედრა წარუმატებლად დასრულდება. ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება, ამიტომ ყურადღება არ მოადუნოთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას!


თხის რქა


ხელსაყრელი დღეა სამსახურეობრივი ურთიერთობებისთვის, სამთავრობო და საზოგადოებრივ სტრუქტურებთან კონტაქტისთვის. შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ ნებისმიერი, თუნდაც სარისკო საქმე - ვარსკვლავები წარმატებას გპირდებიან.


მერწყული


ხელსაყრელი დღეა სწავლისა და ფიზიკური დატვირთვისთვის. სასურველია სიმშვიდე და განმარტოვება. გაითვალისწინეთ, რომ სტუმრიანობამ შეიძლება ახლობელ ადამიანთან კონფლიქტამდე მიგიყვანოთ.


თევზები


შესაძლოა, ამ დღეს თქვენი პერსონით სოლიდური ორგანიზაციის წარმომადგენელი დაინტერესდეს და ახალი თანამდებობა შემოგთავაზოთ. დაუფიქრებლად დათანხმდით, რადგან უახლოეს ხანებში ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები გელით. წინა დღეების რომანტიკული განწყობა რეალობის ობიექტურ აღქმაში ხელს გიშლით. ეცადეთ, ყურადღება მოიკრიფოთ.