ქართველმა წყვილმა ქორწინების დღე კარანტინში ორიგინალურად იზეიმა (ვიდეო)

  • 29 აპრილი 20:53

მარიანა და თემოს ისტორია 9 წლის წინ დაიწყო. მომავალი მეუღლე მან მისი მეგობრის ფოტოებში ნახა.

„2011 წლის 27 აპრილიდან ერთად ვართ და ამიტომ 27 აპრილს ჩვენი ერთად ყოფნის თარიღი კარანტინში აღვნიშნეთ“, – ჰყვება მარიამი.


მისი თქმით, კარანტინმა მათ სრულიად შეუცვალა ცხოვრების რიტმი.


„ამ დღის აღსანიშნავად, ყველაზე დიდ სირთულეს ჩემი მეუღლე ზუსტად 9 წლის იუბილეზე გადაეყარა, ყვავილები, რომ ვერსად ნახა იასამანსაც დაეძებდა თურმე ქუჩა-ქუჩა, სხვის ეზოებშიც ვიყურებოდიო.


ცხოვრება ამ რეჟიმში, როგორც ყველასთვის უჩვეულოა და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აქტიურ ცხოვრებას მიჩვეული ხარ.


დილით დარბაზში ვარჯიში, მერე სამსახური.


ყოველდღიური საქმის კეთება ერთად ძალიან სახალისოდ გამოგვდის, იმდენად სახალისოდ, რომ ის სირთულე რაც ჩვენი ბინის გარეთ ხდება, აღარ იგრძნობა.“, – უყვება „პრაიმტაიმს“ მარიანა მაქაძე.



წყარო