ზაალ ანჯაფარიძე: როგორც ჩანს, gordonua.com და მისი რედაქტორი დიმიტრი გორდონი სააკაშვილის ხელის მედიად და ჟურნალისტად ჩამოყალიბდნენ

  • 29 აპრილი 17:54

„უკრაინაში სააკაშვილის პარტიამ არჩევნებში 0.4% მიიღო - ყველაზე ობიექტური დასტური იმისა, როგორ აღიქვეს უკრაინელებმა მისი ფეიქრეფორმატორობა“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ბატონი გორდონი ტყავიდან ძვრება, რომ ვიცე-პრემიერად დანიშვნისას განცდილი ფიასკოს შემდეგ, სააკაშვილის რეაბილიტაცია მოახდინოს, ნამუსი მოსწმინდოს.


„უკრაინული მედია https://gordonua.com/ და მისი რედაქტორი დიმიტრი გორდონი, როგორც ჩანს, მიშა სააკაშვილის ხელის მედიად და ჟურნალისტად ჩამოყალიბდნენ და ამ სიუჟეტში https://www.facebook.com/watch/?v=262046058491828 ეს ძალიან თვალსაჩინოდ იკვეთება. მოკლედ, ტყავიდან ძვრება ბატონი გორდონი, რომ ვიცე-პრემიერად დანიშვნისას განცდილი ფიასკოს შემდეგ, სააკაშვილის რეაბილიტაცია მოახდინოს, ნამუსი მოსწმინდოს და ა.შ. გადაცემაში გორდონი სააკაშვილს მოიხსენიებს როგორც „человек поступка“, ანუ „მოქმედების კაცი“. თუმცა იმას აღარ ამბობს, მისმა მოქმედებებმა, საქართველოს რომ თავი დავანებოთ, უკრაინას რა მოუტანა?! ახალი სკანდალები, იაფფასიანი მედიასანახაობები და ფეიქრეფორმები. რაც მთავარია, უკრაინაში სააკაშვილს დღიდან მისი იქ ჩასვლისა, უცხოდ „чужак“ აღიქვამენ და მისმა პარტიამ არჩევნებში 0.4% მიიღო - ყველაზე კარგი, ობიექტური და გაზომვადი დასტური იმისა, როგორ აღიქვეს უკრაინელებმა მისი ფეიქრეფორმატორობა;


ზელენსკისა და მის მთავრობას ეტყობა, მართლა მაგრად გაუჭირდათ, რომ პოროშენკოს დროინდელი და თანაც ყველაზე დისკრედიტებული კადრების მოწვევა დაიწყეს. სააკაშვილის გარდა განიხილება უშიშროების სამსახურის ყოფილი შეფისა და პოროშენკოს მრჩევლის იგორ სმეშკოს მოწვევა, რომელსაც, ასევე, კომპრომატების გრძელი შლეიფი მოჰყვება.


Gordon და მისი შეფი კი, როგორც ჩანს, დიდი აღტკინებით გააგრძელებენ სააკაშვილის რუპორის როლის შესრულებას. რის ფასად? აი, ესაა კითხვა“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.


შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტისგან, ვლადიმირ ზელენსკისგან ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე შეთავაზება მიიღო.