მოსახლეობის ნაწილი კორონავირუსისგან თავის დასაცავად მეთანოლს სვამს - ამის გამო ასობით ადამიანი გარდაიცვალა

  • 29 აპრილი 17:18

Washington Times-ის ინფორმაციით, ყალბი ცნობის გამო, თითქოს ტოქსიკური მეთანოლი კორონავირუსისგან კურნავს, ირანში ასობით ადამიანი იღუპება.

შარიათის კანონების თანახმად, ირანში ალკოჰოლი მკაცრად აკრძალულია, თუმცა მოსახლეობაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეთანოლის გამოყენება კარგია კორონავირუსის სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის.


წყარო