ამირან სალუქვაძე: უკვე მარაზმში გადადის, რასაც თვითმარგინალიზაცია ჰქვია

  • 21 ოქტომბერი 18:38

„უკვე მარაზმში გადადის, რასაც თვითმარგინალიზაცია ჰქვია“, - ამ სიტყვებით ექსპერტი ამირან სალუქვაძე საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

კორძაძის განცხადებით, პირი, რომელმაც მამუკა ხაზარაძეს მუქარის წერილი გადასცა, მზადაა, გამოძიების დაწყებისთანავე ჩვენება მისცეს.


„უკვე მარაზმში გადადის, რასაც თვითმარგინალიზაცია ჰქვია.
გახარიასგანააო, ესაო, ისაო, ანაბეჭდების ექსპერტიზას გავაკეთებთო, დავუმტკიცებთ, რომ მას ხელში ეჭირებოდაო და ა.შ.
ექსპერტიზას ხომ გადაგვაყოლეს...
მერე 120 ანაბეჭდი აღმოჩნდაო. ალბათ, იმ გათვლით, რომ 120-დან ერთი ხომ მაინც აღმოჩნდებოდა პრემიერის, ანუ მაშინდელი მინისტრის?!
ახლა გახარიას დაწერილი არაა, მისი სახელით მოწერილიაო.
ჰოდა, რა მაინტერესებს: ეს 120 ანაბეჭდი მანამდე დაგროვდა, სანამ ადრესატს გადასცეს, თუ ადრესატმა რომ მიიღო, მერე ჩამოატარეს წრეზე?
მოკლედ, ხომ გითხარით, ამ წერილის თანახმად ნახევარ ლონდონს დააპატიმრებენ...“ - წერს ამირან სალუქვაძე.


შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ, რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, არაერთხელ უარყო, რომ მამუკა ხაზარაძეს წერილი მისწერა და მის განცხადებებს ტყუილი და ჭორაობა უწოდა.