პრეზიდენტობის კანდიდატმა თავი ღმერთად გამოაცხადა

  • fortuna.ge
  • 21 ოქტომბერი 17:51

ყირგიზეთის ყოფილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა აბდილბაევმა თავი ღმერთად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ 2020 წელს სამყაროს პრეზიდენტი გახდება.

აბდილბაევის განცხადებებს ქვეყანაში დიდი მღელვარება მოჰყვა, რის შედეგად რელიგიათა საკითხების სახელმწიფო კომისიის დირექტორმა აბდილბაევის განცხადების შესწავლა გადაწყვიტა.


ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, გამოძიება რასობრივი, ეთნიკური, ეროვნული, რელიგიური და რელიაგათაშორისი შუღლის გაღვივების მუხლით მიმდინარეობს. დანიშნულია ლინგვისტიკური ექსპერტიზა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი კანდიდატის წინააღმდეგ გამოძიებაც დაიწყო.


აბდილბაევი საკუთარ თავს არსტან ალაეს უწოდებს, რაც "ერის მამას" ნიშნავს.


"მე – ცხოვრების არსი ვარ, მე – ცხოვრების ბირთვი ვარ, მე – ცხოვრების ფერი ვარ, მე – ცხოვრების ზღაპარი ვარ", – ეს მისი სიტყვებია.


ყირგიზეთში არსტანბეკ აბდილბაევი საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს 2011 და 2017 წლებში იყრიდა.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge