48 წლის მამაკაცი პიცის ყოველდღიურად შეკვეთამ სიკვდილისგან იხსნა

  • 27 აპრილი 15:11

ორეგონის შტატში მცხოვრები 48 წლის კირკ ალექსანდერი ყოველ საღამოს „დომინოს პიცას“ უკვეთავდა.

მომუშავე პერსონალი ამას უკვე მიჩვეული იყო. მათ იცოდნენ, რომ საღამოს, 11 საათზე ონლაინ შეკვეთების ჩამონათვალში აუცილებლად ალექსანდერის სახელი უნდა ამოვარდნილიყო.


თუმცა, მოულოდნელად ალექსანდერი გაუჩინარდა. თითქმის 2 კვირის განმავლობაში ონლაინ შეკვეთებში მისი სახელი არავის დაუნახავს.


"კურიერებმა თქვეს, რომ დიდი ხანია ალექსანდერის შეკვეთა აღარ მიუღიათ. როგორც კი ეს გავიგე, მაშინვე შეკვეთების ბაზა შევამოწმე და აღმოვაჩინე, რომ 11 დღის განმავლობაში ის არ გამოჩენილა. ასეთი რამ მას არ ახასიათებდა“,- ამბობს „დომინოს“ მენეჯერი, სარა ფულერი.


ფულერი ალექსანდერს პირველად 2009 წელს შეხვდა. ის „დომინოს პიცაში“ კურიერად მუშაობდა და ალექსანდერისთვის შეკვეთები მიჰქონდა.


სარამ იცოდა, რომ ალექსანდერი სახლიდან იშვიათად გადიოდა, ძირითადად სახლიდან მუშაობდა და ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.


ფულერმა ალექსანდერის მოსანახულებლად ერთ-ერთი კურიერი, ჰამბლენი გაგზავნა.


როდესაც ჰამბლენი მის სახლთან მივიდა, დაინახა რომ ბინაში ტელევიზორი ჩართული იყო და სინათლეც ენთო. თუმცა, კარზე კაკუნის მიუხედავად, მას კარი არავინ გაუღო.


ჰამბლენმა სასწრაფოდ 911-ზე დარეკა. როდესაც ისინი მოვიდნენ ნახეს, რომ ალექსანდერი იატაკზე გაუნძრევლად იწვა. ის სასწრაფოდ დახმარებას საჭიროებდა.ერთი დღეც რომ დაეგვიანათ, შეიძლება ყველაფერი ცუდად დამთავრებულიყო.


ალექსანდერი საავადმყოფოში გადაიყვანეს და საჭირო დახმარება აღმოუჩინეს. მოგვიანებით ის ფულერმა, ჰამბლენმა მოინახულეს.


„ის ჩვენი ერთგული მომხმარებელია. ჩვენი მოვალეობა იყო მისთვის ყურადღება მიგვექცია და გაგვეგო რატომ გაუჩინარდა“,- ამბობს ფულერი.


წყარო