უკრაინაში სიამის ტყუპების გადარჩენა ვერ მოხერხდა

  • imedinews.ge
  • 21 ოქტომბერი 16:48

უკრაინაში, ჩერნოვცის ოლქში დაბადებულმა ტყუპებმა მხოლოდ 9 დღე იცოცხლა.

უკრაინულ გადაცემაში "ეხება ყველას" ტყუპის მშობლები იყვნენ მიწვეულები. მათი თქმით, ტყუპს ერთი სხეული ჰქონდა - ორი მკლავით, ორი ფეხით, ორი ხერხემლით, რომელიც ერთმანეთს წელის არეში უკავშირდებოდა და ერთი გული ჰქონდა.


ჩერნოვცის ოლქში სიამის ტყუპის დაბადების შესახებ ინფორმაცია 29 სექტემბერს გავრცელდა, როგორც გაირკვა, დედისთვის ეს პირველი ორსულობა იყო და ამიტომ მის შეწყვეტაზე უარი განაცხადა. საბოლოოდ, ქალმა ორსულობის 33-ე კვირაში იმშობიარა. ბავშვმა მხოლოდ 9 დღე იცოცხლა.


 
წყარო: imedinews.ge