საქმე, რომელიც ზარდიაშვილსა და ბოკერიას აერთიანებს - ვიდეო

  • 21 ოქტომბერი 16:09

არასამთავრობო ორგანიზაცია "ინიციატორის" საჯარო ლექციაზე "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია და "ქართული ოცნების" უკვე ყოფილი წევრი ვანო ზარდიაშვილი სიტყვით გამოვიდნენ.

გიგა ბოკერიამ თავის გამოსვლაში სახელმწიფოებრიობაზე, საგარეო ურთიერთობებზე, შიდა და გარე კონფლიქტებზე ისაუბრა, ხოლო ვანო ზარდიაშვილმა კონკრეტულად "ინიციატორზე". 


სოციალური ქსელის მომხმარებელმა ვანო ზარდიაშვილი იმ მიზეზით გააკრიტიკა, რომ ის იმ საჯარო ლექციაზე გამოვიდა სიტყვით, სადაც "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია. 


დისკომფორტი არ უგვრძნია "ევროპული საქართველოს" ლიდერს გიგა ბოკერიას, რომელმაც განაცხადა, რომ ის ლექციაზე სტუდენტებმა მიიწვიეს და ის ასეთ შეხვედრებზე ყოველთვის დადის.


"რაზე უნდა შემქმნოდა დისკომფორტი, სტუდენტებმა რომ მიმიწვიეს, პირიქით ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ნებისმიერი სტუდენტების ჯგუფი რომელიც მიწვევს ხოლმე ყოველთვის დავდივარ ასეთ შეხვედრაზე. სხვას ვის მოიწვევენ ეს მათი არჩევანი და მათ არჩევანს პატივს ვცემ ვინც არ უნდა იყოს ეს. ზოგადად ეს სტუდენტების ჯგუფი ძალიან ჭრელები არიან სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების ხალხია და ეს ძალიან ნორმალურია თვითონ სტუდენტებში. 


ეს იყო ჩემი ლექცია იქამდე ბატონ ზარდიაშვილს ჰქონდა თავისი გამოსვლა ეს მისი საკითხი არის და შემდეგ ერთად დაგვისვეს კითხვები" - განაცხადა ბოკერიამ.