"მეტისმეტად გულმავიწყი კაცი ვარ... მოდიან, მიყვებიან ცის და ქვეყნის ამბავს, საღამოს არაფერი აღარ მახსოვს"

  • facebook.com
  • 21 ოქტომბერი 17:11

მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მეტისმეტად გულმავიწყი კაცი ვარ...


მოდიან, მიყვებიან ცის და ქვეყნის ამბავს, საღამოს არაფერი აღარ მახსოვს, ვინ ვისი რაა, ვინ ვის დაუმეგობრდა, გაყვა, შეიყვარა, გადაიყვარა, შეერთო, გაეყარა, არაფერი, საერთოდ არაფერი არ მახსოვს.. ვერც დაბადების დღეებს ვერ ვიმახსოვრებ.


ერთი რაც არასდროს არ მავიწყდება, ვის რა ყვავილი უყვარს, ვის როდის რა თაიგული გავუგზავნე, ვისთვის რა ყვავილით შევამკე სამგლოვიარო გვირგვინი ზუსტად შემიძლია ჩამოვთვალო...


ქრიზანთემები, რომ აყვავდება ზუსტად ვიცი ვისი დღეობები მოდის, რადგან მათთვის ყოველთვის ქრიზანთემებს ვკრავდი საგულდაგულოდ... წინასაახალწლოდ წიწვებიანი და წითელკენკრიანი თაიგულების ადრესატებიც არ მავიწყდება... გაზაფხულობით, მწვანე ხასხასა ხავსით და იებით მოჩითულ კალათებსაც უხვად ვამზადებ.


ჩემებური, რაღაცნაირი, უცნაური მეხსიერება მაქვს... არვიცი ცუდია თუ კარგია, მაგრამ ასეა..."

სრული ვერსიის ნახვა facebook.com