27 აპრილს, 21:07 საათზე, მასკის თანამგზავრები თბილისის ცაზე გამოჩნდება

  • netgazeti.ge
  • 27 აპრილი 13:50

ეს ილონ მასკის კომპანია Space X-ის თანამგზავრებია, რომლებიც რამდენიმე ქვეყნის ცაზე გამოჩნდა. Space X-ის პროექტ Starlink-ის ფარგლებშიც კომპანიას უკვე 400-ზე მეტი თანამგზავრი ჰყავს ორბიტაზე გაშვებული.

საღამოს საქართველოს ცაზე 26 აპრილს უკვე შესაძლებელი იყო ათობით მანათობელი ობიექტის დანახვა.


თბილისიდან კი, Starlink-ის ვებგვერდის თანახმად, თანამგზავრების დანახვა 27 აპრილს 21:07 საათზე და 30 აპრილს 05:34 საათზე იქნება ყველაზე უკეთ შესაძლებელი.  

ილონ მასკი 2022 წლამდე გეგმავს 12 ათასი თანამგზავრის გაგზავნას. პროექტის საბოლოო მიზანია, მსოფლიოსთვის არსებულზე გაცილებით სწრაფი ინტერნეტის მიწოდება.


ბოლო პერიოდში არაერთი ქვეყნიდან შეუარაღებელი თვალით ჩანს თანამგზავრები.


ფოტოზე: Space X-ის თანამგზავრები ევროპის ცაზე 19 აპრილს.

სრული ვერსიის ნახვა netgazeti.ge