როგორ უნდა გაუმკლავდნენ თვითიზოლაციას ონკოლოგიური პაციენტები?

  • 27 აპრილი 13:27

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ონკოლოგიური და სხვა ქრონიკული არაგადამდები დაავადებების მქონე პაციენტებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს.

თვითიზოლაციის პირობებში გასათვალისწინებელი რეკომენდაციები:


• შეინარჩუნეთ სოციალური კონტაქტები, „დარჩით კავშირზე“ მობილური ტელეფონის, ელ-ფოსტის, სოციალური ქსელების მეშვეობით.


• არ დაკარგოთ კონტაქტი თქვენს ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან


• ისაუბრეთ თქვენს განცდებზე


• გააგრძელეთ იმის კეთება, რაც გსიამოვნებთ – იკითხეთ მხატვრული ლიტერატურა, მოუსმინეთ მუსიკას, დაათვალიერეთ სურათები, სადაც თქვენი ცხოვრების საიტერესო დღეებია ასახული


• მიირთვით ჯანსაღი საკვები და დალიეთ საკმარისი წყალი


• ივარჯიშეთ რეგულარულად


• ეცადეთ, არ მიიღოთ ალკოჰოლური სასმელები


• სცადეთ, შეინარჩუნოთ რეგულარული ძილის რეჟიმი


• მაქსიმალურად ეცადეთ შეინარჩუნოთ თქვენი დღის რეჟიმი ან შეიმუშავეთ ახალი, იმ შემთხვევაში, თუ გარემოებები შეიცვალა


• დაისახეთ პრიორიტეტები