"კორონავირუსი ახლა ჩვენს ბინაში ცხოვრობს“ – ფოტოები ოჯახიდან, სადაც COVID-19-ს ებრძვიან

  • 27 აპრილი 11:54

პანდემიამ იტალია ყველაზე მეტად დააზარალა. ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში 16 მილიონი ადამიანი სავალდებულო კარანტინში აღმოჩნდა. ქვეყანას ასეთ მკაცრ რეჟიმში ცხოვრება სამ მაისამდე მოუწევს.

უხილავ მტერთან ახლოსაა კუნძულ სიცილიაზე მცხოვრები ალესიო. იტალიელი ფოტოგრაფი “ალ ჯაზირასთან” ინტერვიუში მის მიერ გადაღებული ფოტოების საშუალებით ცდილობს გვაჩვენოს, როგორია “ცხოვრება კორონავირუსთან ერთად”.


“მსოფლიო პრესის ფოტოს” პრიზიორი ფოტოგრაფი, რომელმაც პანდემიამდე იტალიის ყველა კუთხე-კუნჭული მოიარა, ახლა ფანჯრიდან ცარიელ ქუჩებს ხედავს.


“ახლა კორონავირუსი ჩვენს ბინაში ცხოვრობს. უფრო სწორედ, ჩემი პარტნიორის, მარტას სხეულში. გულ-მკერდის არეში ტკივილს გრძნობს და სუნთქვა უძნელდება.




ყოველდღე ვამოწმებთ ტემპერატურას. მარტას საუკეთესო მეგობარი ახლა პულსოქსიმეტრია, რომელიც ანალიზის აღების გარეშე ზომავს სისხლში ჟანგბადის შემცველობას.





სადილის მომზადების პროცესშიც ალესიო და მარტა სრულად იცავენ იზოლაციის წესებს.



ჩვენ ერთად ვცხოვრობთ თვითიზოლაციაში, ვირუსისგან მე დამცავი პირბადე და დისტანცია მიცავს. ჯერ-ჯერობით, ჩემი ტესტის პასუხი უარყოფითია.”
ალესიო და მარტა ერთად, კვლავ დამცავი პირბადით ფილმის ყურებამდე, რის შემდეგაც ცალ-ცალკე იძინებენ.



ეს ოთახი და გარემო იმაზე მეტ სათქმელს იტევს, ვიდრე სიტყვებით შეიძლება გადმოსცე. სწორედ ამიტომ, ალესიომ გადაწყვიტა მსოფლიოს უმთავრესი პრობლემა ამ პატარა ბინიდან დაგანახოთ.


ექიმის ვიზიტი…



შეხვედრა მეზობლებთან დისტანციურად – გაბრიელა და აგატა მარტას მეგობრებიც არიან.



მარტა ესალმება მეგობარს, რომელმაც კარებთან საჭმელი მოუტანა…



კორონავირუზე ტესტის მეორედ ჩაბარების პროცესი ….