სტუდენტებს გამოცდების დროს თავზე ყუთები ჩამოაფარეს - რა მოხდა უნივერსიტეტში

  • 21 ოქტომბერი 20:42

სტუდენტები რომლებიც გამოცდებს აბარებდნენ თავზე ყუთები ჩამოიფარეს.

შემთხვევა ინდოეთის ერთ-ერთ სასწავლებელში მოხდა, სადაც აცხადებენ, რომ ეს ერთგვარი ექსპერიმენტი იყო.


მათი თქმით,ყუთები დაახლოებით ნახევარი საათით სტუდენტებმა თავზე საკუთარი ნებით ჩამოიფარეს.


როგორც აღმოჩნდა, ხელმძღვანელობას სურდა, რომ გამოცდების დროს სტუდენტებს ერთმანეთთან არ ესაუბრათ და ეს „მეთოდი“ მოიფიქრა.


ამ თემას ადგილობრივი განათლების მინისტრიც გამოეხმაურა და თქვა, რომ არავის აქვს უფლება, ვინმეს ისე მოექცეს, როგორც ცხოველებს. სასწავლებელში კი ამტკიცებენ, რომ მათ კვლევისთვის ექსპერიმენტი დასჭირდათ, რის შესახებაც მშობლებიც წინასწარ გააფრთხილეს.


განმარტებების მიუხედავად, სკოლას ბოდიშის მოხდა მაინც მოუწია.