„ისეთი შთაბეჭდილება დარჩა ცხვირი ლაპარაკობდა“ - რას ამბობს შალვა ნათელაშვილი გიორგი გახარიაზე

  • 21 ოქტომბერი 00:59

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ვაშლის ბაღში იმალებოდა მაშინ, როცა ოკუპანტები სოფელ ატოცში ხელოვნურ ბარიერებს აგებდნენ“.

„ოკუპანტები იქ ღობავდნენ და გახარია ვაშლის ბაღში იმალებოდა.ცხვირი მოუჩანდა მარტო ინტერვიუს დროს, გვეუბნებოდა ნუ ღელავთო.აბა მათ ბიზნესს, მათ ქონებას, მათ მილიარდებს შეხებოდა რამე, აღელვდებოდნენ კიარა, ავტომატს გვესროდნენ“,-განაცხადა ნათელაშვილმა ეკა კვესიტაძის გადაცემა „მთავარ აქცენტებში".


ცხვირი უჩანდა ინტერვიუს დროს რას ნიშნავს?- ჰკითხა მას ეკა კვესიტაძემ.


„ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, ცხვირი ლაპარაკობდა, ზოგს ყბა უფრო გამოკვეთილად აქვს საუბრის დროს, მე მეუბებიან, ნიკაპი გაქვს გამოკვეთილიო“,-აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.