„ვინც ჩემს ხალხს შეეხება, მე გავუსწორდები!“

  • facebook.com
  • 21 ოქტომბერი 00:18

„ვინც ჩემს ხალხს შეეხება, მე გავუსწორდები!“,- ამ დასათაურებით, ქართველი წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე მის მიერ სხვადასხვა დროს გავრცელებული წინასწარმეტყველებები ვრცელდება.

მათ შორისაა წინასწარმეტყველება - 2004 წელი, 7 იანვარი, ქრისტეშობა


...და ჩამოწვება შავი ჩრდილი საქართველოს თავზე. მოდიან ისინი, ვინც არ უნდა მოვიდნენ! ამ ხალხს საქართველო არ აინტერესებს, მათ სჭირდებათ მხოლოდ თანამდებობები, ახალი ბიზნესები, ანუ წაართვან წილები ძველ მეპატრონეებს და ჩაიგდონ ხელში ყოველივე ვითომ ხალხის სასარგებლოდ. დიახ, მათი ლოზუნგი − „ყოველი თქვენგანი „ჩვენ“ ხართ, ჩვენ თითოეული თქვენგანია!“ – მოკლე ხანში მობეზრდება ხალხს და მერე?..


ვნებათაღელვა მალე გადაივლის, ემოციები ჩაქრება და მერე? მერე რა მოდის? რას მოიგონებენ, რათა ხალხის გონება გადართონ, განაგრძონ თამაში და ისევ დროებით დაავიწყონ უმუშევრობა, უპენსიობა, უშუქობა და ასე შემდეგ? ეს დიდხანს არ გასტანს.


ვხედავ, მომავალში პრეზიდენტს ძალიან გაუჭირდება. იგი იკეტება წრეში, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს...


დრო გაიწელება. არაფერი იცვლება. ვხედავ, როგორც წინა პრეზიდენტის დროს ხდებოდა, ისე მიდის ყოველივე და ხალხი მიხვდება, რომ მათთვის არაფერი შეიცვალა. და მაშინ პრეზიდენტი იყვირებს, რომ მას ხელს უშლიან. დიახ, იყვირებს, რათა დრო გაწელოს, მაგრამ ვხედავ, ეს მას არ უშველის...


მოკლედ, ყოველივე აირევა. გარეთ დარჩენილ ოპოზიციას პოლიტიკაში გაყინული მდგომარეობა და რამდენიმე დიდი ფაქტი პრეზიდენტის წინააღმდეგ, ხმას ამოაღებინებს. ისინი იწყებენ გაერთიანებას. ძველი ლიდერები, როგორც კი დაყნოსავენ მოვლენებს, შეეცდებიან დაბრუნებას, მაგრამ ისინი არავის სჭირდება... ვხედავ, ყველა თავის თამაშს იწყებს!


 

სრული ვერსიის ნახვა facebook.com