სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში ტოჩინოშინს შეხვდა

  • 20 ოქტომბერი 23:02

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში ქართველ სუმოისტს ლევან გორგაძეს შეხვდა.

 

"ლევან გორგაძე, საამაყო ტოჩინოშინი" - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა.
სალომე ზურაბიშვილი მსოფლიო ლიდერებთან და იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება.პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ​საქართველოს პრეზიდენტს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილი აქვს შეხვედრები, როგორც იაპონიის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ასევე ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან.