"უარყოფით რიცხვებს" საფრანგეთსა და იტალიაში ნახავენ

  • 20 ოქტომბერი 17:45

ფილმის იტალიურ პრემიერას რომის დამოუკიდებელი კინოს ფესტივალი უმასპინძლებს.

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, უტა ბერიას "უარყოფით რიცხვებს" საფრანგეთსა და იტალიაში ნახავენ. ასევე, ნოემბრის თვეში ფილმის მსოფლიო პრემიერა Arras Film Festival-ზე გაიმართება.


უტა ბერიას სადებიუტო ნამუშევარი ფართო აუდიტორიამ პირველად ბაკურიანში, ქართული კინოს ფორუმზე ნახა. ფილმმა კინოკრიტიკოსებისა და კინოჟურნალსიტებისგან დადებითი შეფასება მიიღო.