"ყველაფერს აქვს მიზანი, ყველაფერი იმისთვისაა, რომ შენ საუკეთესოდ გამოიყენო"

  • 20 ოქტომბერი 16:45

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს.

"მოხუცი და მისი შვილი პატარა ფერმაში მუშაობდნენ. მათ მხოლოდ ერთი ცხენი ჰყავდათ, რომ მიწა  დაეხნათ. ერთხელ, ცხენი გაიქცა.


- რა საშნელებაა – თანაუგრძნობდნენ მეზობლები, – როგორ არ
გაუმართლათ.


- ვინ იცის, გაგვიმართლა თუ არა, პასუხობდა ფერმერი.


ერთი კვირის შემდეგ ცხენი დაბრუნდა და ველური ულაყები მოიყვანა თან.


-როგორ გაუმართლათ!– თქვეს მეზობლებმა.
-გამართლება? არ გამართლება? ვინ იცის? – ამბობდა ფერმერი.


მეორე დღეს მისი ვაჟი ულაყის გახედნას ცდილობდა, ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა.
- რა საშინელებაა. როგორ არ გაუმართლა!
- გაუმართლა? არ გაუმართლა?


ომი დაიწყო და დასახლებიდან ყველა ახალგაზრდა არმიაში გაიწვიეს, რადგანაც ფერმერის ვაჟს ფეხი ჰქონდა მოტეხილი, ის არ წაიყვანეს.


ყველაფერს აქვს მიზანი, ყველაფერი იმისთვისაა, რომ შენ საუკეთესოდ გამოიყენო.